Sunday, September 24, 2017

მეექვსე დღეს ტრენინგზე შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.რომელიც დაგვეხმარა გაგვეგო რა სურთულეებს წააწყდებოდა ან როგორ შეასრულებდა დავალებას,როგორ მოიძიებდა ინფორმაციებს.მივხვდი რომ თავად უნდა მივცე საჭირო მიმართულებები და მკაფიო ინსტრუქციები,რათა სწორად გაართვას თავი შესასრულებელ სამუშაოს.საინტერესო იყო ჩემთვის ამ პოზიციაში ყოფნა. <3

Saturday, September 23, 2017

ტრენინგის მეხუთე დღეს ვიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნაზე.რამაც დამაფიქრა პროექტის მნიშვნელობაზე.კოლეგები გავეცანით ერთმანეთის პროექტებს ,გავუზიარეთ რჩევები.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.გავაფორმეთ ბლოგები.

Wednesday, September 13, 2017

ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების მიზნები.ასევე განვიხილეთ აქტივობები,რომლებიც დაგვეხმარებოდა მოსწავლეთა  ცოდნის გაგებაში და ამავდროულად მათი ინტერესის გასაღვივებლად.არ ვიცოდი ერთ-ერთი აქტივობა და აქ გავიგე მის შესახებ,რომელიც მომეწონა და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პროექტში.

Monday, September 11, 2017

ტრენინგის პირველი,მეორე და მესამე დღე

   ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით პროექტით სწავლების მნიშვნელობასა და შინაარსს.დეტალურად მიმოვიხილეთ ელექტრონული პორტფოლიოს სტრუქტურა.ავირჩიეთ განსახორციელებელი თემა.
 მეორე დღეს შერჩეულ თემას მივუსადაგეთ სათანადო აქტივობები და შევქმენით საინფორმაციო ბროშურა.მივიღეთ დავალებად დეტალურად გავცნობოდით პროექტს- "დათვები".
 მესამე დღეს ვიმუშავეთ ბლოგების შექმნაზე.შევარჩიეთ სტანდარტები,დავსახეთ მიზნები,ჩამოვაყალიბეთ კითხვები და დავახარისხეთ.
 ტრენინგმა ამ სამი დღის მანძილზე საინტერესოდ ჩაიარა. <3